სამართალი
სააკაშვილი: „რუსთავი 2" რუსი ოლიგარქის სამიზნედ რჩება, ეს რომ ასეა ივანიშვილის რამდენიმეჯერ პირდაპირ აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ „რუსთავი 2"-ს წაართმევენ მფლობელებს!

1-miishen-sam2საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ცუირიხიდან, „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიით ახლნდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან. ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან თქმა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს ან თავი მოიკლა. მას შემდეგ, რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია.  „რუსთავი 2" რუსი ოლიგარქის სამიზნედ რჩება, ეს რომ ასეა მას რამდენიმეჯერ აქვს ჩემთვის ნათქვამი, მე არ ვიცი ვჭორაობ თუ არა, მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომრუსთავი 2"- წაართმევენ მფლობელებს.
ეროსი კიწმარიშვილი ამ ყოველივეს არ ეთანხმებოდა, ეროსის სიცოცხლის პირობებში ეს ყველაფერი გართულდებოდა. ფაქტი ფაქტად რჩება, რუსთავი 2-თან მიმართებაში საფრთხე ბევრად უფრო იზრდება.
მე რამდენადაც მახსოვს თავის დროზე ეროსი კიწმარიშვილმა ეს ტელევიზია გაყიდა და დიდი ფული აიღო, მაგრამ სინდისი ეყო და ამას ღიად ამბობდა, მაგრამ ახლა მთავარი არის ის, რომ დღეს თქვენ ხართ თავისუფალი, როცა თავისუფალი აღარ იქნებით, ეს ყველაფერი ჩამოიშლება." - განაცხადა სააკაშვილმა.