უცხოეთი
რუსეთმა წარადგინა რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოში, მალაიზიური Boeing-ის უკრაინაში დაცემის შესახებ, ხმის მიცემა დღეს დაიწყება
1-upalo-zar2საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. რუსეთმა წარადგინა რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოში, მალაიზიური Boeing-ის აღმოსავლეთ უკრაინაში დაცემის შესახებ. იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ ჩატარდეს მომხდარის საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიება, - განაცხადა მსოფლიო ორგანიზაციის, მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა. ხმის მიცემა გაეროს უშიშროების საბჭოზე წარდგენილ რეზოლუციაზე 21-ი ივლისისთვის დაიგეგმა. „დიახ ჩვენ ეს გავაკეთეთ“, - განაცხადა მან ჟურნალისტების საპასუხოდ. უწინ მსგავსი პროექტი ავსტრალიამ შეიტანა. „განსხვავება იმაშია, რომ ჩვენს პროექტში მომხდარის გამოძიებას საერთაშორისო დონეზე ორგანიზაცია “ICAO”  ჩაატარებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ჩურკინმა.
შევახსენებთ საქინფორმის მკითხველებს, რომ გასულ ხუთშაბათს, უკრაინის აღმოსავლეთით ჩამოვარდა მალაიზიური Boeing-777, რომელიც გადიოდა ამსტერდამი - კაუალა-ლუმპურის რეისს. ლაინერით მგზავრობდა 298 ადამიანი, რომელთაგან 85 იყო ბავშვი, 15 კი ეკიპაჟის წევრი. არავინ გადარჩენილა. კიევის ხელისუფლება მომხდარში მეამბოხეებს ადანაშაულებს, ხოლო ისინი საპასუხოდ აცხადებენ, რომ არ გააჩნიათ ისეთი აღჭურვილობა, რომელიც ასეთ სიმაღლეზე ლაინერს ჩამოაგდებდა.
„რუსეთის ფედერაცია მხარს დაუჭერს გაეროს უშიშროების საბჭოში შესულ რეზოლუციას, თუ იგი საერთაშორისო გამოძიების გათვალისწინებით მოხდება“, - განაცხადა ვიტალი ჩურკინმა.