აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „აუცილებლად მივიჩნიე საზოგადოებისთვის განმემარტა ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ შეიქმნა - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეცვალა 7 მინისტრი...“

1serious-aqt1საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია და მისთვის უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება მინისტრთა ერთი მესამედი ან მეტი (ჩვენ შემთხვევაში 7 მინისტრი) ჩნდება კითხვა - შენარჩუნებულია თუ არა ნდობა. საქართველოს პრეზიდენტი საკითხს - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ - უყენებს საქართველოს პარლამენტს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით, როგორც კი დასახელდება შვიდი ახალი მინისტრის კანდიდატურა, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რომელიც იმსჯელებს გამოუცხადოს თუ არა ნდობა ახალ მთავრობას. იმ ტიპის კონსტიტუციის პირობებში, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს, ეს ნორმალური პროცესია. შესაბამისად, ჯერ მიმდინარეობს ახალი მთავრობის ფორმირება, ხოლო შემდეგ ახალ მთავრობას წარვუდგენ პარლამენტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.