აქტუალური
“ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის” - პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით

1greatbrit-aqt2საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართება პროექტის „ქართულ რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ პრეზენტაცია.
კავკასიური სახლი უკვე მესამე წელია ახორციელებს აღნიშნულ პროექტს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-რუსული კონფლიქტის ტრანსორმაციას სამოქალაქოდიალოგის საშუალებით.
მიმდინარე წლის 22-27 ივლისს გაიმართება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები სახელმწიფო უწყებებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსი და ქართველი ახალგაზრდა ეკონომისტები. შეხვედრას გახსნიან: გიორგი კანაშვილი - კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი და სოფო ბერიშვილი - საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტების მენეჯერი.