აქტუალური
აშს საელჩოს განცხადება: „საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციისას, ელჩი ნორლანდის მოწოდება მომავალზე ფოკუსირებაა „

1embassy-aqt3საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას დაესწრო და საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მიულოცა. ევროკავშირთან ასოცირებისხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან ერთად, ვაჭრობის, მოქალაქეთა თავისუფალიგადაადგილების და ინსტიტუციების გათანამედროვების კუთხით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. რატიფიკაცია,რომელიც პოლიტიკურ სეზონში არჩევნებით გამოწვეულ „პაუზას“ მოჰყვა, წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რათაფოკუსირება მომავალზე მორგებულ დღის წესრიგზე მოხდეს, რაც გაზრდის პოლიტიკურ სტაბილურობას, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს,გააფართოვებს ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს. მაშინ, როდესაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ეროვნულიპრიორიტეტების განსაზღვრა, არსებული გამოწვევებით საქართველოს მთელი ენერგია მომავალზე ფოკუსირებაზე უნდა და ამერიკის შეერთებულიშტატები ერთგულად დაუჭერს მხარს ამ გზას“.