პოლიტიკა
ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი „კონტი ჯგუფი“ საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს ხსნის

1prime-pol2საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. გადაწყვეტილება ამის შესახებ საინვესტიციო ჰოლდინგის პრეზიდენტმა კურტ კონტიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრს გააცნო. შეხვედრაზე ამერიკული ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ გამოხატა სურვილი  განახორციელოს ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში. უკვე გადაწყვეტილია, რომ „კონტი ჯგუფი“ თბილისში ამერიკულ საავადმყოფოს ააშენებს, სადაც ის 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. 

საქინფორმი ისურვებდა, რომ ამ საავადმყოფოს მომავალი პაციენტები ომში დაჭრილი ჯარისკაცები არასდროს ყოფილიყვნენ...