პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა გადადო. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომა ახალი მინისტრების არჩევის შემდეგ დაინიშნება

1prezid-pol3საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე კვირას უშიშროების საბჭოს მოწვევის შესახებ 18 ივლისს განაცხადა. "დაგეგმილი გვქონდა უშიშროების საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა, უშუშროების საბჭოს მუდმივი წევრი მინისტრები ამ შემადგენლობის პროცესში არ იცვლებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცი რა, რომ იქნება 20-ვე მინისტრის განხილვა პარლამენტში, ბუნებრივია, ჩვენ არ შევქმნით სირთულეს და დაძაბულობას და უშიშროების საბჭოს დავნიშნავთ მაშინვე, როგორც კი დამტკიცდება ან არ დამტკიცდება ახალი მთავრობა. ბუნებრივია, ამ კვირაში აღარ ვნიშნავთ უშიშროების საბჭოს სხდომას ამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომ არ გადავღალოთ ჩვენი პატივცემული მინისტრები, რომლებიც პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგნენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელიც მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.