სამართალი
23-ე ბატალიონის წევრი ქართველი ჯარისკაცები აშშ-ის საჰაერო ძალების ჩ-17 სატრანსპორტო თვითმფრინავით თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდნენ ავღანეთიდან ნატოს საერთშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების, ISAF-ის, მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ

1xelebi-sam2-mainსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ამ რეისით იწყება საქართველოს ISAF-ის მხარდაჭერის მისიის დასრულების პროცესი. თუმცა ქართველი ჯარისკაცების ნაწილი ავღანეთში დარჩება აშშ-ის სამხედროებთან ერთად. ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი მეტ დიმიკი ქართველ სამხედროებს აეროპორტში დახვდნენ და მისიის წარმატებით დასრულება მიულოცეს. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილ წვლილს, ჩვენ ვაფასებთ ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახების მიერ გაწეულ მსხვერპლს რეგიონში თავისუპლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამერიკის შეერთებული შტატები მოხიბლულია საქართველოს იმ შეიარარებული ძალების პროფესიონალიზმით, რომლებიც ამერიკელ თანამებრძოლებთან ერთად მსახურობდნენ ავღანეთში, - აღნიშნა ელჩმა ნორლანდმა.

1soldner-sam2-end