სამართალი
რეინჯერთა მომზადების სკოლაში სადაზვერვო დანაყოფების გადამზადების კურსი დასრულდა. ტრენინგში დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების II და III მსუბუქი ქვეითი ბრიგადების სადაზვერვო ოცეულების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ

1soldaten-sam3საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. სწავლება 66-მა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო და 37-მა მათგანმა კურსი წარმატებით დაასრულა. სპეციალური დანიშნულების ძალების და გენერალური შტაბის J2 დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დაზვერვის კურსი 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.  სწავლების მიზანი სადაზვერვო ათეულებისა და ოცეულების პირადი შემადგენლობის საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება და მათი ერთიანი სტანდარტებით მომზადება იყო.
სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ჯარისკაცებმა ინდივიდუალური, ათეულის და ოცეულის მომზადების უნარ-ჩვევები განავითარეს; შეისწავლეს ნავიგაცია, სპეციალური ტაქტიკა, კავშირგაბმულობა, საცეცხლე, სამედიცინო, სამთო და საინჟინრო მომზადება. კურსი 2 კვირიანი სიტუაციური საველე სწავლებით დასრულდა.