საზოგადოება
საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. გერმანელი სტუმრები საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩამოვიდნენ. გერმანული დელეგაცია ადმირალ კარსტენ შნაიდერის ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიიღო.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე, განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.