პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: “საელჩოს ახალ მინისტრებთანაც, ისევე როგორც ყოფილ მინისტრებთან, კარგი თანამშრომლობა ექნება”

1-nolland-pol2საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს. პოლიტიკური სეზონის დასრულების შემდეგ კარგი შესაძლებლობა აქვს საქართველოს მთავრობას,რომ უფრო ინტენსიურად წარმართოს ეკონომიკური დღის წესრიგი, მოახდინოს საინვესტიციოგარემოს სტაბილიზება და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო "ბეტსში", სადაც ელჩი დებატების სერიაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების დაჯილდოებას ესწრებოდა.