აქტუალური
„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ პრემიებზე განმარტებას ითხოვს

1-foureyes-aqt2საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. გუშინ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობა" ხადურისგან გაცემულ პრემიებთან დაკავშრებით განმარტებას ითხოვდა. აღნიშნული პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა მინისტრი ტყუილის თქმაშიც დაადანაშაულა. ნადირაშვილმა  შეხვედრაზე პრემიის გაცემის ფაქტებიც დაასახელა. 
"თქვენს მიმართ სიტყვა უზნეობა არ მიხმარია, მაგრამ შევცდი, რადგან თქვენ უკვე იტყუებით. 2013 წლის განმავლობაში "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორს აღებული აქვს 130ათასი ლარის ფარგლებში პრემია, აქედან ერთჯერადად დეკემბრის თვეში - 33 ათასი ლარი. მისმოადგილეებს კი 90 ათასი ლარის ფარგლებში, აქედან დეკემბრის თვეში ხუთ კაცზეწყალმომარაგების კომპანიაში გაწერილია 600 ათასი ლარი პრემია, - განაცხადა ნადირაშვილმა.