აქტუალური
უბედურ შემთხვევას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ქართველი ჟურნალისტები სასწაულებრივად გადაურჩნენ!

1-isragochi-aqt1საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. გუშინ ჰამასმა თელავივის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო დარტყმების მიტანა სცადა, რის გამოც აეროპორტში საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდა. უბედურ შემთხვევას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ქართველი ჟურნალისტები სასწაულებრივად გადაურჩნენ! ქართული დელეგაციის თვითმფრინავი აეროპორტში ჰამასის იერიშამდე რამდენიმე წუთით ადრე დაჯდა. აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მგზავრები თავშესაფარში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილი ისრაელში გუშინ გაემგზავრა, პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის ქსენეთში სიტყვით გამოვა.