აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „ჩემთვის არ იყო სასიამოვნო, რომ უგულავა მორატორიუმის დროს დააკავეს...“

1-mismine-aqt2საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ღიად აკრიტიკებს მთავრობას. ჩემთვის არ იყო სასიამოვნო, რომ გიგი უგულავა მორატორიუმის დროს დააკავეს“,- განცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ გუშინდელ ეთერში. მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით არაა სწორი, რომ ხელისუფლებამ მორატორიუმი გამოაცხადოს და ამ მორატორიუმის დროს ოპოზიციის ლიდერი დააკავოს. მარგველაშვილმა განცხადება მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებაც გააკეთა, მისი თქმით მაშინ როდესაც ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების 1/3 იცვლება პრეზიდენტის ინსტიტუტს დიდი როლი ენიჭება.