სამართალი
ოჯახური ძალადობა საქართველოში: სულ 2007-2014 წლების იანვარ-ივნისის პერიოდში დაფიქსირდა 1102 ძალადობის ფაქტი, მათში მონაწილე 2223 პირით
1-dzaladoba-sam1-analitსაქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს - 82. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.
ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 9%. 
2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 - ქალი.
დაზარელებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი - 96, ქალი - 372.