სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო

1-kokainekreepin-sam2საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული დავით ფ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დავით ფ-ს მიერ თბილისის გარეუბანში გადამალული 319,68 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 22,99 გრ კოკაინს შეიცავს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.