სამართალი
საქართველოს პროკურატურასა და მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი

1-arimoqmedebs-sam2საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. საკონსულტაციო ჯგუფი - იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი  მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი - ქართველ პროკურორებს გამოცდილებას გაუზიარებს მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის (ვიდეო იხილეთ აქ).
პოლ კაფი: ჩვენ აქ ჩამოვედით, რომ ხელი შევუწყოთ პროკურორს და დავეხმაროთ მას პროკურატურაში ამჟამად მიმდინარე საკითხების შეფასებაში. განსხვავებული კანონმდებლობების და მიდგომების გათვალისწინებით ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და მოსაზრებებს ამ საკითხების გადაჭრის გზების შესახებ“.
მოშე ლადორი: „ჩვენ ჩამოვედით საქართველოს მთავარი პროკურორის მოწვევით, იმისათვის, რომ ჩვენს განსხვავებულ ქვეყნებში მიღებული გამოცდილების მეშვეობით დავეხმაროთ საქართველოს პროკურატურას ამჟამად მიმდინარე საქმეების შეფასებაში“.