აქტუალური
ჯოზეფ კეი: “მან დარეკა ტელეფონზე, მომაწოდა ტელეფონი, მესაუბრა თავად სააკაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ რასაც კეზერაშვილი მეტყოდა, უნდა დამეჯერებინა...“

1-bronik-aqt1საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. რიყის გასხვისებისა და TV “იმედის” საქმეზე მიმდინარე პროცესზე, რომელზეც ჯოზეფ კეი ჩვენებას ნიუ-იორკიდან სკაიპით მისცა, მან დეტალურად ისაუბრა თუ როგორ ემუქრებოდა კეზერაშვილი მის ოფისში,სადაც ის ხმლით დახვდა. "იგი დამხვდა ხმლით ხელში, როგორც ყოველთვის, და მითხრა, რომ უნდა მიმეცა "ტელეიმედი" მათთვის მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილებით. ცოტა ხანში მან დარეკა ტელეფონზე, მომაწოდა ტელეფონი, მესაუბრა თავად სააკაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ რასაც კეზერაშვილი მეტყოდა, უნდა დამეჯერებინა. მიშამ მითხრა, რომ არაფერი შეცვლილა, ცუდად არავინ მოგეპყრობა და "ტელეიმედის" დათმობის შემდეგაც ჩვენი მეგობარი იქნებიო. კეზერაშვილმა ჩაიღიმა და მითხრა, შენ თუ ამას არ გააკეთებ, ოთახიდან არ გაგიშვებო. მითხრა ასევე, დაწყნარდი, არავინ შეგეხებაო", - განაცხადა ჯოზეფ კეიმ.
ჯოზეფ კეის განცხადებით მას გიგი უგულავა მეორე დრეს დაუკავშირდა და დოკუმენტებზე ხელისმოწერა სთხოვა. "ვიკითხე, ვისზე ვაფორმებდი "ტელეიმედს", თუმცა მან არ მიპასუხა, დრო არ მაქვსო. დეკემბრის ბოლოს ხელი მოვაწერე დოკუმენტებს. დანახარჯი ჩემი დათვლით იყო 11 მლნ დოლარი, თუმცა მათ მითხრეს, რომ ეს 10 მლნ-შეადგენდა. დამპირდნენ, რომ თანხას დამიბრუნებდნენ. მითხრეს, რომ მათი ფული ჰქონდა დავით იაკობაშვილს, რომელმაც ახალი რიყე გაყიდა და ამით მე ხარჯები ამინაზღაურდებოდა. თუმცა, მათი დათვლილი თანხიდანაც კი ნაწილი მომცეს, კერძოდ, 8 მლნ 800 ათასი დოლარი", - განაცხადა ჯოზეფ კეიმ.