აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი, რომელიც 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე“ მსახურობდა, ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

1-qveiti-aqt2საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. 23-ე ბატალიონი ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
მეორე ეტაპზე სამშობლოში 23-ე ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა.  ბატალიონმა ISAF-ის საერთაშორისო მისია უდანაკარგოდ შეასრულა. ქვედანაყოფის  პირადი შემადგენლობა  საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდება.