აქტუალური
კახა კალაძე: 2014 წლის 27 ივლისს, 22.33.საათზე, ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი კოლხიდა-2. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი-1“
1-aqtualchik-aqt1საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის საგანგებო განცხადება: ადილზე გასულია „საქრუსენერგოს“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ბრიგადები. პირველადი ინფორმაციით ხაზი „იმერეთი“ არის გაწყვეტილი, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. ვწუხვართ, რომ ამ დაზიანებების გამო დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეული დროის მანძილზე ელექტოენერგია ვერ მიეწოდებოდა. ამ ეტაპზე თბილისს და მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება - ქვეყნის ენერგოსისტემა სრული დატვირთვით მუშაობს“, - აცხადებებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.