აქტუალური
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრს მომართავს: კალაძე, ბოღმა და ღვარძლი მუშაობაში ხელს აშკარად გიშლის და დატოვე „გასახდელში“!

1-nikanor-aqt2საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც კალაძე აცხადებდა, რომ „ნაციონალები“ ელექტროენერგიის გათიშვით გახარებულები იყვნენ. კალაძემ პრესკონფერენცია დაიწყო იმით რომ მსგავსი მასშტაბური ავარია 2010 წელს თურმე 3 -ჯერ მოხდა, ივლისში, აგვისტოში და სექტემბერშიო (რაც ტყუილია და სიტყვების თამაშია, ავარია შეიძლება იყო, მაგრამ მოსახლეობას არ უგრძვნიამასშტაბური ავარია“)
ანუ, აქაც წინა ხელისუფლებასთან ნიშნის მოგებას ეცადა დააუბარი დაამთავრა იმით რომ ასეთი გახარებული ნაციონალური მოძრაობა ჯერ არ მინახავსო, მაგრამ არაუშავს წინ საინტერესო თვეები გველისო.
კახა, გახარებულები კი არ იყვნენ, არ დარჩა არც ერთი სკაბრეზული ზედსართავი სახელი, რომელიც გუშინ სამართლიანად არ მოგიძღვნეს. ბოღმა და ღვარძლი მუშაობაში ხელს აშკარად გიშლის და დატოვე გასახდელში , თორემ 2016 წლამდე მართლა საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებთ და 4 წელი მთლიანად დაკარგული გამოვა, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის“, - წერს მელია თავის Facebook-გვერდზე.