აქტუალური
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო:”ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოები ინტენსიურად მიმდინარეობს”

1-datborva-aqt3საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოები ინტენსიურად მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საჯარო ინფრასტრუქტურიდან, ზარალი ორ ხიდს მიადგა, საპრასია-ინაშაურის დამაკავშირებელი ხიდი ადიდებულმა მდინარე კვინისწყალმა ჩაანგრია და უმნიშვნელოდ დაზიანდა ბარბათი-ვანი-დაფნარის 22-კმ-ზე მდებარე სოფელ ამაღლების ხიდი. სპეციალურმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ სოფელ ამაღლების ხიდს, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა, რეკონსტრუქცია არ ესაჭიროება. საპრასია-ინაშაურის ხიდი, რომელიც ადიდებულმა მდინარემ ჩაანგრია, ერთმანეთთან მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს აკავშირებდა. სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსის, თენგიზ თიფურიძის ინფორმაციით, მოსახლეობა ამ წუთისთვის სარგებლობს ამაღლება-ინაშაურის მოხრეშილი გზით.