სამართალი
სააკაშვილის ისტერიული განცხადება: “მე ვიქნები ძალიან შორს - როდესაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილის პროკურატურა დამიბარებს და ძალიან ახლოს - როდესაც ქართველი ხალხი მომიხმობს!”
1-samart-1-anal-2-isteriaსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. სისხლის სამართლის დანაშაულებში ბრალდებული და პანიკაში ჩავარდნილი საქართველოს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი თავის Facebook-გვერდზე მორიგ ისტერიულ განცხადებას ავრცელებს:
„მას შემდეგ რაც ვერ იპოვეს ჩემს მიერ "მითვისებული" მილიარდები, ვინაიდან არცერთი თეთრი არასდროს არ მიმითვისებია, პირიქით, საქართველოს ბიუჯეტი თერთმეტჯერ გავზარდეთ; ვერ დამიმტკიცეს ვერცერთი კონკრეტული დანაშაული, იმიტომ რომ დანაშაული არ ჩამიდენია და პირიქით დანაშაული თითქმის ნოლამდე დავიყვანეთ; ბოლოს წამომიყენეს წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება. ერთი რუსი ოლიგარქი ბრალად მიყენებს მეორე რუსი ოლიგარქის მიერ მოწყობილ არეულობების და გადატრიალების მცდელობის ჩაშლას და ეს ხდება 2008 წლის ომის წლისთავის წინ.
მას შემდეგ რაც რუსეთმა ომით ვერ შეძლო თბილისის აღება და ჩემი მთავრობის დამხობა, პუტინი და მედვედევი საჯაროდ თავს იწყნარებდნენ იმით, რომ მოვა დრო და თავად საქართველო გაასამართლებს სააკაშვილს. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ხშირად გვიწყობდა არეულობებს მათ შორის პოლიტიკოსების ხელით, ჩვენ არცერთი პოლიტიკოსი ციხეში არ ჩაგვისვავს იმიტომ რომ ჩემთვის ეროვნული თანხმობა იყო უზენაესი ღირებულება და ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად 2007 წელს მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს სრულიად მშვიდობიანად გადავეცით ძალაუფლება იმ ადამიანებს რომელთაც სრულიად საპირისპიროთი გვიპასუხეს.
დღეს, მთელი დღე რუსეთში ზეიმი აქვთ გამოცხადებული და ივანიშვილის ამ მითითების შესრულებას ალბათ სათანადოდ დაუფასებენ, ოღონდ მინდა ვთქვა რომ ორივეს, პუტინის და მისი ხელდასხმული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია, მსოფლიო პროცესები ისე მიდის, რომ პუტინის საცეცები სუსტდება, ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ, სულ მალე საქართველო აუცილებლად გასწორდება ბოლომდე წელში და ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს“.