პოლიტიკა
საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. 2014 წლის 1 აგვისტოს 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დარბაზში (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, მე-7 სართული) გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატოს უელსის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.