აქტუალური
გიორგი ახვლედიანი გოჩა ჯოჯუას პოლიტიკურ ვირეშმაკობაში ადანაშაულებს

1-aqt-1-vireSmakobaსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია “ნინო ბურჯანაძეერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილ წევრ გოჩა ჯოჯუას პოლიტიკურ "ვირეშმაკობაში" ადანაშაულებს.

ახვლედიანის თქმით, გარკვეულ ჯგუფს, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" დიდი ხანია წასულია, სურს ისე წარმოაჩინოს, თითქოს "ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა" მათ წაართვეს. აღნიშნულის ინიციატორი კი პარტიის ყოფილი წევრი გოჩა ჯოჯუაა, რომელიც ტყუილებით კვებავს მის გარშემო შეკრებილ 7-8 ადამიანს.

ახვლედიანის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეორგანიზაცია 2013 წლის დეკემბერში განხორციელდა, რის შემდეგაც პარტიიდან რამდენიმე პირი გაათავისუფლეს. მიმდინარე წლის 6 მაისს გამართულ პარტიის ყრილობაზე ეს პირები სამართლიანად არ მიუწვევიათ. განაწყენებულები კი აცხადებენ, რომ სურთ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დაიბრუნონ.