აქტუალური
კომპანია „გალფის" კუთვნილი საწვავმზიდი აფეთქდა
1-aqtual-2-galfსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. გლდანში კომპანია „გალფის" კუთვნილი საწვავმზიდი აფეთქდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ნავთობბაზა აფეთქდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის განცხადებით, აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა ერთ საწვავმზიდს და ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.