საზოგადოება
საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის - „საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა“ დასკვნითი ანგარიშის პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
პროექტის მიზანი იყო უსაფრთხოების სექტორის გამჭვირვალობის, ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების გზით.