აქტუალური
კახა კოჟორიძე: „დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დანაშაულს წარმოადგენს“

1-gyla-aqt3საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგამოძიებო უწყებას მიმართავს, დაინტერესდეს საკითხით, ჩაიდინა თუ არა დანაშაული ნინო ბურჯანაძემ 7 ნოემბრის აქციის დარბევის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობით, რადგანაც იგი მთავარი მოწმეა.  საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძე არ უნდა დალოდებოდა დაკითხვას და ამის შესახებ თავად უნდა განეცხადებინა.
სსსკ-ის 376 მუხლი ამბობს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თავის მხრივ წარმოადგენს დანაშაულს. მას ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ ეს საკითხი მაშინვე დაეყენებინა სამართალდამცავი ორგანოების წინაშე ან როგორც მინიმუმ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.