უცხოეთი
გიორგი სიგუას KaZantip-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შესთავაზეს

1-achkarik-zar1საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სიგუას, რომელსაც ამ დღეებში დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებენ, მუსიკალური პროექტი KaZantip-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზეს. „ვფიქრობ ამ წინადადებაზე“, - განუცხადა სიგუამ ტელეფონით „ნოვოსტი-გრუზიას“ კორესპონდენტს ხუთაშაბათს, 31 ივლისს.

მედიის ცნობით, KaZantipi-ის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა სიგუას გასამრჯელოს სახით წელიწადში 100 000 ევრო შესთავაზა. მისი თქმით, სიგუა ერთ-ერთი ყველაზე მიზანსწრაფული და ნიჭიერი ადამიანია პოლიტიკურ სტრუქტურებში, რომელიც კი მას შეხვედრია და მისი ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.

რესპუბლიკა KaZantip-ის ყველა მოქალაქის სახელით ვთავაზობთ ბატონ სიგუას სამუშაოს ჩვენს მთავრობაში“, - განაცხადა პროექტის პრეზიდენტმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 30 ივლისს გაავრცელა ცნობა თანამდებობიდან სიგუას გადაყენების შესახებ. ამასთან, აღინიშნა, რომ სიგუას არაერთელ მიუღია სამინისტროს ხელმძღვანელობის გაფრთხილება „არამიზანშეწონილი ქცევისათვის“.

თავად სიგუა პოსტიდან თავის გადაყენებას პროექტ კაზანტიპის ორგანიზრებას უკავშირებს. „თუ არჩევანი მექნება თანამდებობასა და კაზანტიპს შორის, მე კაზანტიპს ვარჩევ“, - განაცხადა სიგუამ.