აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობა დღეს იწყება 10 საათზე, გამოვდივარ ინიციატივით სამუშაო საათები დაიწყოს 9 საათზე, რადგან მიმაჩნია, რომ 10 საათი არის გვიან!“

aqtual-1საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ უწყებებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული რეჟიმი. ესენია – შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულება და სხვ.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა განიხილონ აღნიშნული ინიციატივა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა საჯარო უწყებებში ეტაპობრივად მოხდეს მუშაობის უფრო ადრე დაწყება.