აქტუალური
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია თუ რატომ ჩააგდეს დეპუტატებმა სესიაზე პროფესიონალ მოსამართლეთა კანდიდატურები.
„საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია სწორედ რომ მიუკერძოებლობით, პოლიტიკური ნეიტრალობით და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე არჩევს მოსამართლეებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარმოდგენილი მოსამართლეები, რომლებმაც კომიტეტზე მიიღეს მხარდაჭერა, დღეს მათი კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე ჩავარდა. თუ ვსაუბრობთ კოორდინაციაზე, კომიტეტები, მე ვფიქრობ, რომ ადეკვატური ადგილია კოორდინაციისთვის. ასეთი კოორდინაცია გავლილი იყო, შესაბამისად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, პროფესიონალი, მიუკერძოებელი და სამაგალითო მოსამართლეები დღეს პარლამენტმა რატომ ჩამიგდო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.