აქტუალური
2006 წლამდე გამოშვებული მანქანებით საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანში საგარანტიო თანხისა და წერილის საფუძველზე შევლენ

aqtual-2-sagarantio

საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. 2006 წლამდე გამოშვებული ავტომობილით საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი საგარანტიო თანხას დატოვებენ საზღვარზე, რომ მანქანა უკან დაბრუნდება ან ექნებათ მიმწვევი აზერბაიჯანის მოქალაქის საგარანტიო წერილი. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თენგიზ შარაშენიძემ განაცხადა. მისი თქმით ეს არის აზერბაიჯანის კანონმდებლობა, რომელსაც პატივი ყველა ქვეყნის მოქალაქემ უნდა სცეს.

"აზერბაიჯანის ხელისუფლების კეთილი ნებით, შეზღუდვა პირველ აგვისტომდე გადავადდა. მაგრამ მოხდა გაუგებრობა, ყველა ჩვენი თანამოქალაქე არ იყო ინფორმირებული, ამიტომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩვენი თხოვნა გაიზიარა და კიდევ ორი კვირით გადაიწია ამ კანონის ამოქმედებამ", - განმარტა თეიმურაზ შარაშენიძემ.