აქტუალური
არჩილ გეგეშიძე: „სააკაშვილის თემა ინტერესს იწვევს აშშ-ში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საყოველთაო ინტერესის საგანია“

aqtual-3-GegeSiZeსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აშშ-ში კითხვები არსებობს, თუმცა ეს საკითხი საყოველთაო ინტერესის საგანი არ არის.

"ეს თემა ინტერესს იწვევს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვერ ვიტყვი, რომ საყოველთაო ინტერესის საგანია, მაგრამ არიან ცალკეული წრეები, ცალკეული ჯგუფები, იქნებიან ეს სენატორები, ადმინისტრაციული სტრუქტურების წარმომადგენლები, თუ მედია საშუალებები. კითხვები და ინტერესი ბუნებრივია. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატია გახლავთ, ქვეყანაში საინტერესო პროცესები ვითარდება, განსაკუთრებით - ბოლო ხანებში. შეიცვალა ხელუსუფლება, ჩატარდა რამდენიმე წარმატებული არჩევნები. ყველა გვგულშემატკივრობს, რომ გზა, რომელსაც საქართველო ადგას, ქვეყანამ წარმატებით გაიაროს. ამდაგვარი განცხადებებით, ამდაგვარი შეკითხვებით ისინი მხარს უჭერენ საქართველოს", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.