აქტუალური
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აგვისტოს თვეში სახელმწიფო უწყებებში პრემიერ–მინისტრის ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაციას იწყებს

aqtual-2-Pondსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. ღონისძიების მიზანია საჯარო უწყების თანამშრომლების ინფორმირება „სოლიდარობის ფონდის“ იდეის შესახებ და მათი ჩართულობა აღნიშნულ ინოვაციურ პროექტში.

ფონდი მიზნად ისახავს საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვისალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას. საწყის ეტაპზეფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვასრულიად ნებაყოფლობითია.

„სოლიდარობის ფონდში“ პირველი შენატანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლება განახორციელეს.