აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“

aqtual-3-obamasსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას დაბადების დღე მიულოცა.
თქვენო აღმატებულებავ,
მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და მოგილოცოთ დაბადების დღე. ნება მიბოძეთ გულთბილად გისურვოთ წარმატება და ჯანმრთელობა.

ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ეფუძნება თქვენს მტკიცე მხარდაჭერასა და პირად წვლილს. ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.
თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ დღეგრძელობასა და კეთილდღეობას“.