საზოგადოება
კოდორის ხეობაში რუსებმა იარაღის საწყობს მიაგნეს

zemo-afxazetiზემო აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით იარაღის სამალავი გენწვიშის დასახლებული პუნქტის სიახლოვეს აღმოჩნდა. ამჟამად აფხაზი და რუსი სამხედროები    საგამოძიებო ღონისძიებებს აწარმოებენ იმ პირთა დასადგენად, რომლებიც, შესაძლოა, იარაღის სამალავის მოწყობასთან იყვნენ დაკავშირებულნი.