აქტუალური
ანდერს ფოგ რასმუსენი: "ცივის ომის" შემდგომი მსოფლიო წესრიგი სასწორზე დევს, ნატო-მ ახლა იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ოდესმე”

aqtual-2-andersსაქართველო. 7 აგვისტო, საქინფორმი.  ნატო-ს გენერალური მდივანი „The Financial Times“ - ში სტატიას აქვეყნებს, სადაც ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ უელსში, სექტემბრის სამიტზე ნატო მიიღებს სამოქმედო გეგმას, რათა გააძლიეროს ალიანსის მზადყოფნა, რომელიც მიმართული იქნება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად.

"ჩვენ მივიღებთ სამოქმედო გეგმას ჩვენი მზადყოფნის გაზრდისთვის, რომელიც იმ მიმართულებით იქნება, რა რეკომენდაციებიც გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტმა მოგვცა. ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეიძლება საუკეთესოდ განთავსდეს ჩვენი თავდაცვისა და შეკავების ძალები. განვიხილავთ გაძლიერების ზომებს, მათ შორის მოწყობილობების წინასწარ განთავსებას. კიდევ ერთხელ გადავხედავთ ჩვენს თავდაცვით გეგმას, საფრთხის შეფასებას, დაზვერვის გაცვლის შეთანხმებას, ადრეული გაფრთხილების პროცედურებსა და კრიზისის საპასუხო გეგმას.

რამდენადაც ჩვენი ეკონომიკა გაუმჯობესებას იწყებს, უნდა გადავხედოთ თავდაცვითი ხარჯების გაზრდას. შესაძლოა, ეს ადვილი არ იყოს, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზოგიერთმა ქვეყანამ – პოლონეთმა, რუმინეთმა და ბალტიის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ველი, რომ სამიტი გვიჩვენებს, რომ მზად ვართ მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად. რუსეთის ქმედებები არ უნდა იქნას იგნორირებული. "ცივის ომის" შემდგომი მსოფლიო წესრიგი სასწორზე დევს. ასე რომ, ნატო-მ ახლა იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ოდესმე. უელსში ჩვენ ვაპირებთ ვაჩვენოთ, რომ ნატო ნიშნავს ბიზნესს", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში.