აქტუალური
ირაკლი ალასანია: „ვისაუბრეთ ტერორიზმის საფრთხეზე, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ამას საქართველო, მათ შორის, სამხედრო დაზვერვის კუთხით“
aqtual-3-Ugrozaსაქართველო. 7 აგვისტო, საქინფორმი.  ამბასადორიალის სამუშაო სესიაზე, მომხსენებლის სტატუსით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია წარსდგა. თავდაცვის მინისტრმა დიპლომატებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ირაკლი ალასანიამ საკუთარ გამოსვლაში უელსში დაგეგმილი ნატოს  სამიტის მოსალოდნელ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. დიპლომატებთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის, სხვადასხვა ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში მონაწილეობისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ირაკლი ალასანიამ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეკითხვებსაც უპასუხა.