პუბლიკაციები
ავიგდორ ესკინი: „მინდა აშშ-ის ინგლისის, საფრანგეთის ებრაელები საქართველოში საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისთვის მოვიზიდო. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერს ჩემს ინიციატივებს ამ საკითხში“

an-eskin-rus-geoსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საქინფორმის კორესპონდენტი ტელეფონით დაუკავშირდა ცნობილ ებრაელ პოლიტოლოგსა და პუბლიცისტ ავიგდორ ესკინს და მასთან საქინფორმისთვის ექსკლუზიური ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

კორ: ბატონო ავიგდორ, ზუსტად ერთი წლის წინ თქვენ საქინფორმს ინტერვიუ მიეცით საქართველოში თქვენი ყოფნისას, სადაც წუხდით, რომ საქართველომ ხმა მისცა გაეროში პალესტინის სახელმწიფოს წარმოქმნას. როგორც ჩანს, თქვენი ნათქვამი ყურად იღეს საქართველოში. ჩვენმა ქვეყანამ ისრაელთან მეგობრობის დემონსტრირება მოახდინა მისთვის დაპირისპირების რთულ დღეებში ღაზის სექტორში.

ავიგდორ ესკინი: ძნელი სიტყვების გამონახვა თქვენ მიმართ ჩვენი მადლიერების სრულად გამოსახატავად! პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ღიად დაგვიჭირა მხარი, თქვენი პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელში ჩამოფრინდა გაგანია სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას, თბილისის ქუჩებში რამდენჯერმე ისრაელის მხარდასაჭერი დემონსტრაციები ვიხილეთ!

კორ: რატომაა თქვენთვის ესოდენ მნიშნელოვანი ქართველების დამოკიდებულება თქვენი ქვეყნისადმი? საქართველოს გავლენას სმოფლიოში დღეს ხომ ვერაფრით ვერ უწოდებ გადამწყვეტ ფაქტორს...

ავიგდორ ესკინი: არსებობს რაოდენობრივი საზომი, მაგრამ არსებობს ხარისხობრივი საზომებიც. საქართველო ტერიტორიულად და მოსახლეობის რიცხოვნობით დიდი არაა, სამაგიეროდ, მდიდარია ტალანტებით, რა ლამაზია, რამდენად სავსეა მშვენიერი ადამიანების სათნოებითა და ღიმილით, რომლებთან ერთადაც 2 ათას ხუთასი წელი ვიცხოვრეთ! ისრაელში აგდავსახლდით, რათა ტაძარი აგვეშენებინა და თქვენთან ერთად შევგებებოდით მესიას. თუმცა, არ გვსურს თქვენთან წამით განშორებაც კი! თქვენი მეგობრობამძიმე წუთებში ჩვენთვის მნიშნელოვანია, როგორც არასდროს!

რას გულისხმობთ, როცა  საქართველოს გავლენაზე ლაპარაკობთ? ეს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციაა, რომელიც აღორძინდა  და ხელახლა აყვავდა! სიძველის ხსოვნა საბერძნეთში ან რომში დღევანდე დღეს მოწყევტილია. იტალიელები სულაც არ არიან რომაელები... აი საქართველოს შვილები კი ძველი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების ტრადიციების პირდპაირი გამგრძელებლები, რუსთაველისა და ჭავჭავაძის მემკვიდრეები არიან! ეს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ყველა მშვენების კვინტესენციაა სინთეზში. თქვენს უძველეს მუსიკაში იერუსალიმის ტაძრის სულის ცოცხალი ნაპერწკალია! თქვენი კულტურა ცოცხალია. თქვენი სილამაზე გამსჭვალულია იმ სულიერებით, რომელიც მსოფლიოს გადაარჩენს.

მეორე მხრივ, დაუძინებელი ისლამისტები ევროპაში ისრაელის წინააღმდეგ, გეი-პარადიდან საშველად გამოქცეულ  გარყვნილებთან ერთად, დემონსტრაციებს აწყობენ... უკულტურო და სულიერად უპოვარი ადამიანები ვერ ჭვრეტენ ისრაელს ბიბლიის ციტადელად და არაფერი გაეგებათ... მაშ, ვისი აზრია მნიშვნელოვანი - თქვენი თუ მათი?! მე ვამბობ - ჩვენთვის თქვენი აზრი უფრო მნიშნელოვანია!

კორ: მიგაჩნიათ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებში დღეს შეიძლება ახალ ერაზე ვილაპარაკოთ?

ავიგდორ ესკინი: ჩვენ ყოველთვის ვიყავით ჩაგრული ხალხი, მაგრამ ახლა ერთობლივი ახალი პროექტებისათვის კარი ხსნილია. მინდა აშშ-ის, ინგლისის, საფრანგეთის ებრაელები საქართველოში საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისათვის მოვიზიდო. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერს ჩემს ინიციატივებს ამ საკითხში. აუცილებელია თქვენი ლიდრების შეხვედრის ორგანიზება უდიდეს ებრაელ მწარმოებლებსა და ფინანსისტებთან. ბევრი მათგანი აფასებს მეგობრულ განწყობას, რომლის დემონსტრირებაც საქართველომ მოახდინა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სასურველი და საიმედო პარტნიორები იქნებიან.

ასევე ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სამხედრო და სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ სიჩქარეებს აკრეფს. ისრაელი იდეალური პარტნიორია საქართველოსთვის, ისევე, როგორც საქართველო - ისრაელისთვის. ეს რთული ხანა ერთად უნდა გადავიტანოთ და გავუძლოთ, შემდეგ კი ერთად შევეგებებით სულიერებისა და სიკეთის ერას!

კორ: დიდი მადლობა, ბატონო ავიგდორ, ინტერვიუსა და საქართველოზე ესოდენ თბილი სიტყვებისთვის!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
თბილისი - თელ-ავივი