უცხოეთი
მალაიზიელი ექსპერტები: „ბოინგი“ რაკეტა „ვოზდუხ-ვოზდუხ“ Су-25-მა ჩამოაგდო. ახლა რაღას იტყვით ბატონო ამერიკელებო და ევროპელებო?! ხომ არ იჩქარეს აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციების დაწესება?!

zar-1-malaiziaსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. რფ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას მალაიზიელი ექსპერტები ადასტურებენ: ბოინგი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა, გამანადგურებელ Су-25-ის რაკეტამ და ქვემეხმა ჩამოაგდეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გამანადგურებელმა რაკეტა „ვოზდუხ-ვოზდუხ“ სამგზავრო ლაინერს დაუმიზნა, შემდეგ კი 30-მმ-იანი ქვემეხიდან ესროლა. მათი აზრით, ამით შეიძლება აიხსნას ლაინერის დაზიანების ხასიათი და ნამსხვრევების გაფანტვა.

ზოგიერთ ფოტოზე (ფოტოები შემთხვევის ადგილიდან) აფეთქების შედეგად მიღებული ნამსხვრევები ემთხვევა იმ კვალს, რასაც ტოვებს დისტანციურ ამფეთქებლიანი იარაღი, სხვებზე კი უფრო ზუსტი და ერთობლივი კვალია, ქვემეხის ცეცხლისგან. ამას ვაანალიზებთ“, - განუცხადა წყარომ გაზეთ New Straits Times-ს.

ახალი ვერსიის თანახმად, გამოყენებული იქნა თვითდამიზნების სითბურქობინიანი რაკეტა, რომელიც თვითმფრინავის ყველაზე ცხელ ადგილებში - ძრავებში მოხვდა. ეს ვერსია გამორიცხავს წინას იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი დანადგარი „ბუკ“-ით იქნა ჩამოგდებული, რადგან მაშინ, ექსპერტთა აზრით, თვითმფრინავისგან არაფერი დარჩებოდა.