უცხოეთი
კარლ ბილდტი: „საქართველოს ხელისუფლებამ განვითარების ევროპული გზიდან გადაუხვია!“

bildt-zar-3საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გაუკეთა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე უარის შესახებ.

ოპონენტთა პოლიტიკური დევნის იარაღად სასამართლო სისტემის გამოყენებით საქართველოს ხელისუფლებამ განვითარების დემოკრატიული გზიდან გადაუხვია, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს“, - განაცხადა შვედმა დიპლომატმა.