აქტუალური
აშშ-ის სარაკეტო კრეისერი Vella Gulf შავ ზღვაში შევიდა - აშშ-მა წელს მეორედ დაარღვია მონტრეს კონვენცია

1aqtual-1-Sheepსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკული სარაკეტო კრეისერი Vella Gulf გუშინ შავი ზღვის წყლებში შევიდა, - ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესრელიზში. “კრეისერის მისია ოპერატიული ურთიერთქმედების გაუმჯობესებაში, საერთო მიზნების განხორციელებაზე მუშაობაში, ასევე, რეგიონში ნატოს მოკავშირეთა და პარტნიორთა კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებისათვის  აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირებაში მდგომარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში.

ცნობისათვის: მონტრეს კონვენციის თანახმად, არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო ხომალდები  შავ ზღვაში შესაძლოა არაუმეტეს 21 დღისა იმყოფებოდნენ. არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო ხომალდების საერთო ტონაჟი შავ ზღვაში 30 ათას ტონას არ უნდა აღემატებოდეს. წელს, ცოტა ხნის წინ, კონვენცია დაარღვია ამერიკულმა ფრეგატმა USS Taylor-მა, რომელმაც ლიმიტს 11 დღე-ღამით გადააჭარბა.