აქტუალური
ნოდარ თათვიძეს ახალი აქცია "გადატეხე სიგარეტი" - საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა გამოდის მოწოდებით, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებს მოუწოდოს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ

1aqtual-1-sigaretaსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც სტუდენტთა უფლებების დაცვის ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ 4-8 აგვისტოს ჩაატარა აქცია, რომლის მიხედვითაც ანაკლიაში, კაზანტიპის ფესტივალზე ვიზის შეძენის მსურველი საქართველოს უმაღლესი დაწესებულებების ყველა სტუდენტისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, მან ახალი აქცია წამოიწყო, სახელწოდებით „გადატეხე სიგარეტი“.

"დღეს საქართველოში ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს თამბაქოზე დამოკიდებულება, რომელიც ახალგაზრდების და არა მარტო მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა მოვუწოდებთ ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და ვიწყებთ კამპანიას "გადატეხე სიგარეტი", -განაცხადა, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

საქინფორმი: შესანიშნავი აქციაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ გავრცელდება კი იგი კაზანტიპის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ანაკლიაში? გადატეხავს კი სიგარეტს ფესტივალის მიმდინარეობისას პრეზიდენტი თათვიძე ჯანსაღი ცხოვრების წესის ნიშნად და ფესტივალის მონაწილეთა სამაგალითოდ?