პუბლიკაციები
მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოში ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. არ მინდა, რომ საქართველოში სიტუაცია უკრაინული „მაიდნის" მსგავსად განვითარდეს"

1polit-2-Skoroსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ „უკრაინის" საინფორმაციო პროგრამა „ნედელიასთვის" მიცემულ ინტერვიუში უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.

მრცხვენია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჯერ ერთი, რომ „მაიდნის" წინააღმდეგი იყო, მეორე - არ გააკეთა განცხადება მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე... თავი გაიმართლეს, რომ „რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვსო"; მესამე - გუშინ გულშემატკივრები დააჯარიმეს, რომლებმაც ცნობილი პლაკატი „პუტინი ყ..." გამოფინეს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა და ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მე მჯერა, რომ უკრაინა ასეთ ლოგიკას ბოლოს მოუღებს.

საქართველოში რუსული „გაზპრომის" ყველაზე მსხვილმა კერძო აქციონერმა გაიმარჯვა, მას ყველაზე დიდი წილი აქვს „გაზპრომში"... მე მთელ მსოფლიოში დავდივარ უკრაინის მხარდამჭერ შეხვედრებზე, ჩვენი მთავრობა კი აცხადებს: „არა, არა, სანქციები საჭირო არ არის... არა, ქართული და უკრაინული სიტუაციები ერთმანეთს არ ჰგავს... არა, ჩვენ ხომ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან". რა თქმა უნდა, ჩვენ მართლაც „კარგი ურთიერთობა" გვაქვს რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოში ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. არ მინდა, რომ საქართველოში სიტუაცია უკრაინული „მაიდნის" მსგავსად განვითარდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.