აქტუალური
ედიშერ თოლორაია: „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, გამოცხადება მქონდა, რომ ეს გოგო ჩემი მრჩეველი უნდა გამხდარიყო!“

1aqtual-1-ediSerსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თავის მრჩევლად ყოფილი კრუპიე, 22 წლის მიმზიდველი თაკო ლაშხია დანიშნა და მას კაბინეტიც გამოუყო. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც თოლორაია ზუგდიდის ტელევიზიამ მიიწვია თოქ-შოუში ხალხის აზრი”.

მე მესმის ხალხის რეაქცია, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, გამოცხადება მქონდა, ეს გოგო ჩემი მრჩეველი უნდა გამხდარიყო. მეც საფიქრალში ჩამაგდო მისმა ასაკმა, მაგრამ თაკოს ჩემს მრჩევლად დანიშვნა ზეცაში მიღებული გადაწყვეტილება იყო და მე მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი. მე მჯერა, თაკო ყველას დაუმტკიცებს, რომ ამ თანამდებობის ღირსია. ის გამოავლენს თავის პროფესიონალიზმს, გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და პირობას ვდებ, მთელი ზუგდიდი კმაყოფილი იქნება მისით”,- განაცხადა გადაცემაში  ედიშერ თოლორაიამ.