პოლიტიკა
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი.
თქვენო აღმატებულებავ,
მინდა გულითადად მოგილოცოთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები თქვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თურქეთთან მჭიდრო სახელმწიფოთაშორისი და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ განვითარებას. ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რომ წლების განმავლობაში განუზომელი წვლილი შეგაქვთ საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება ჩვენი ქვეყნებისა და მთელი რეგიონის სასიკეთოდ.
თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გულწრფელად მოგილოცოთ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო.
პატივისცემით, ირაკლი ღარიბაშვილი