პუბლიკაციები
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“: „არ გამოვრიცხავთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილის ინტერესების გატარებაში“

1polit-2-anal-1-Chelovekსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ორგანიზაცია ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ შვედეთის საგარეო მინისტრი კარლ ბილდტის განცხადებასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ხელშეკრულება გააფორმა ლობისტურ კომპანია “Kreab”-თან, რომლის დირექტორიც კარლ ბილდტი იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოხდა ხელისუფლების ცვლილება, აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება აღარ არსებობს, თუმცა, სავარაუდოდ, არსებობს ფინანსური რესურსები, რომელიც კარლ ბილდტის „მეგობრობას“ მიხეილ სააკაშვილთან სიმყარეს უნარჩუნებს.

არ გამოვრიცხავთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ მონაწილეობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების გატარებაში. იგი ცდილობს გამოიწვიოს რეზონანსი ყოფილი პირველი პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის გამო და შეაფასოს იგი პოლიტიკურ დევნად.

აშკარაა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებით ეცნობა მის განცხადებებზე გამოხმაურებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და უპასუხოდ არ ტოვებს არცერთ მათგანს, რაც დასტურია იმისა, რომ მისთვის ინფორმაციის მიწოდება ოპერატიულად ხდება. ძნელი მისახვედრი არ არის ვინ შეიძლება იყოს ბატონი ბილდტის „მედია მონიტორინგის“ სამსახური”, - ნათქვამია განცხადებაში.