აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას მიესალმება: „ჩვენმა მოქალაქეებმა და მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და ის სასტიკი რეალობა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა ჩვენს ქვეყანაში“

1aqtual-2-Olegსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ ოლეგ მელნიკოვის მიერ მიცემულ აღიარებით ჩვენებას ეხმაურება და მიესალმება ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, ითანამშრომლოს სახელმწიფოსა და ობიექტურ გამოძიებასთან.

"ის პროცესი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ და რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია, მივა ბოლომდე. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვპირდები მოსახლეობას, რომ თითოეული მოქალაქის მიმართ იქნება სამართლიანობა აღდგენილი. მე მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, ობიექტურ გამოძიებასთან და ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენმა მოქალაქეებმა და მსოფლიომ გაიგოს სიმართლე და ის სასტიკი რეალობა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.