აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

1-aqtual-1-ekonomსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საბჭოს წევრებმა ელექტრონული მმართველობის განვითარების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებულ ვითარებაზეც. ეკონომიკურმა საბჭომ ციფრული მაუწყებლობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიშიც მოისმინა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.