პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანმა დეპუტატები ბრეჟნევის დროინდელი ხვევნა-კოცნისთვის გააკრიტიკა

breznevსაქართველოს პარლამენტში ყოველგვარ საბჭოურ გადმონაშთს ებრძვიან. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელსაც დღევანდელი რიგგარეშე სხდომა მიჰყავს და რომელიც 2011 წლის ბიუჯეტს განიხილავს, დეპუტატები "ბრეჟნევის დროინდელი ხვევნა-კოცნისთვის" გააკრიტიკა. კერძოდ, სხდომის მსვლელობისას საყვედური მიიღეს აკაკი მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა, რომელთაც დარბაზში ერთმანეთი გადაკოცნით მოიკითხეს. მიხეილ მაჭავარიანი დეპუტატებს დღეს დილიდან ტუქსავს. სხდომის დაწყებისას მან დეპუტატებს ხმაურის გამო დარბაზის დატოვება ურჩია. საერთოდ, მაჭავარიანს არ ესმის, "რა უნდა ადამიანს პარლამენტში, თუ ბიუჯეტი არ აინტერესებს".